სტუდენტური ღონისძიებები

TSU Welcome Party

ჩაინიშნე კალენდარში 8 ოქტომბერი -  TSU Welcome Party! 

ახალი სასწავლო წელი გამორჩეული "Line Up-ით" იწყება: 

Stefan Biniak;
Mgzavrebi;
4D Monster Lobsters;
Monk;
Guri De Sal;

სტეფან ბინიაკი - მშობლიური ქალაქი ბერლინი მასზე დიდ გავლენას ახდენდა. ამ ქალაქში მუსიკისა და ხელოვნების მრავალი სხვადასხვა სტილი იყრის თავს, რაც მისი შთაგონების წყაროა. მსმენელებთან ურთიერთობა კი არტისტს დიდ მოტივაციას აძლევს. ამჯერად სტეფან ბინიაკი უნივერსიტეტის მოწვევით თსუ სტუდენტებისთვის დაუკრავს.

„მგზავრები“ - ჯგუფი 2006 წელს გიგი დედალამაზიშვილის მიერ დაარსდა და მის საწყის შემადგენლობაში მხოლოდ სამი მუსიკოსი იყო. ამ წლების განმავლობაში ჯგუფი 15 წევრამდე გაიზარდა. ახლა ჯგუფში 7 მუსიკოსია. ჯგუფმა პირველი ალბომი „მე მოვიგონე“ 2008 წელს გამოუშვა და სწორედ ამ პერიოდში გახდა მრავალი კონკურსის პრიზიორი, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. „მგზავრები“ ცნობილია ინდივიდუალური ფოლკ/როკის სტილით, რომელიც სავსეა ემოციებითა და იმპროვიზაციით.

4D MONSTER LOBSTERS - მუსიკოსები თავდაპირველად დუეტის ფორმატში ქმნიდნენ მუსიკას და სახელად LOBSTER 22 ერქვათ, თუმცა 2019 წელს Tbilisi Open Air-ზე, კერძოდ, კი Newcomers პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭირო გახდა დუეტის ჯგუფამდე „შევსება“ , რის შემდეგაც ჯგუფი სრულფასოვნად წარსდგა მსმენელის წინაშე. 4D MONSTER LOBSTERS შემოქმედება სავსეა ექსპერიმენტებით და მუდმივი ძიების პროცესით, რაზეც ჯგუფის არაერთი ნამუშევარი მეტყველებს, რომლებიც მალევე შეიყვარა მსმენელმა და დღეს 4D MONSTER LOBSTERS ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოსმენადი ჯგუფია საქართველოში.

კარი გაიღება  19:00 საათზე;

ლოკაცია: ვაგონშემკეთებელი ქარხანა, დადიანის 32;

ღონისძიების  მოსაწვევები გაიცემა  3 ოქტომბრიდან ყოველდღე  11:00-დან  18:00 საათამდე ფაკულტეტების მიხედვით: 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - პირველი კორპუსი, 303 ოთახი;
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მეორე კორპუსი, 245 ოთახი;
იურიდიული ფაკულტეტი - მეორე კორპუსი, 241 ოთახი;
ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მესამე კორპუსი, 018 ოთახი;
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი/ტურიზმის სკოლა/ISET - მე10 კორპუსი (მაღლივი),102 ოთახი;
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მე-11 კორპუსი (განივი), 306 ოთახი;
მედიცინის ფაკულტეტი - მე-11 კორპუსი (განივი) 306 ოთახი;

საღამოზე დასწრება შეუძლია თსუ-ის ყველა სტუდენტს.

გთხოვთ, თან იქონიოთ მოსაწვევი და  პირადობის მოწმობა.


  • გააზიარე

ინფორმაცია

თარიღი
28 სექტემბერი 2022