აბიტურიენტთათვის
კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტს აქვს საგანმანათლებლო პროგრამა ინგლისურ ენაზე ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტებისთვის.დარეგისტრირების წინაპირობა: საქართველო მოქალაქეებისთვის (ბმული), საერთაშორისო სტუდენტებისთვის (ბმული) 2019-2020 აკადემიურ იწლისათვის თსუ-ში აპლიკაციების მიღება წარმოებს 1 სექტემბრამდე.უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა თსუ-ში ჩარიცხვისათვის უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაციის ფორმა.საჭირო დოკუმენტებისრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;სრული ზოგადი განათლების ნიშნების ფურცლის ასლი;პასპორტის ასლი;ინგლისური ენის B 2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);ყველა საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენისა და განხილვის შემდეგ უნივერსიტეტი აგზავნის პირობითი ჩარიცხვის წერილს.ამასთანავე, აბიტურიენტმა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით განცხადებით უნდა მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. განცხადების ელექტრონული ფორმები ხელმისაწვდომია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);აბიტურიენტის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა).აღიარების შემდგომ, განათლების სამინისტრო გამოსცემს ბრძანებას საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტის ჩარიცხვის უფლების მოპოვების შესახებ;აბიტურიენტი იხდის ერთი სემესტრის სწავლის საფასურს და წარადგენს ქვითარს და აღიარების დოკუმენტაციას უნივერსიტეტში: თსუ-ს ცენტრალური შენობაში (ჭავჭავაძის # 1, ოთახი 120) - ბოლო ვადაა 15 სექტემბერი, 2019;უნივერსიტეტი გამოსცემს საბოლოო ბრძანებას აბიტურიენტის ჩარიცხვის შესახებ სასურველ ფაკულტეტზე, შესაბამისი სპეციალობით.რეგისტრაცია:თსუ-ში ჩაბარების შემდეგ სტუდენტები თსუ-ში აკადემიურ და ფინანსურ რეგისტრაციას გაივლიან.მნიშვნელოვანია:სწავლების ენა არის ინგლისურისწავლის საფასური: ყოველწლიურად $ 3,500 (სტუდენტებს შეუძლიათ გადაიხადონ $ 1,750 სემესტრში)უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს უზრუნველყოფს საერთო საცხოვრებელით (ზუსტი ინფორმაცია გვექნება ჩარიცხვის შემდეგ).დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:ელფოსტა: cs@tsu.geმობილური ტელეფონი: +995 577 204433ტელ: +995 32 2 253971, +995 32 2250484 (სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, თსუ მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. # 1, ბლოკი, თსუ, 111 და 120 კორპუსი);ტელ: +995 577 295 073 (კომპიუტერული მეცნიერების განყოფილების უფროსი, თსუ მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 3, ოთახი # 324).ბუკლეტი
დეტალურად