კურსის მიზანს წარმოადგენს მსმენელს შეასწავლოს პროგრამირების ენა Python და მისი ძირითადი საბაზისო კონსტრუქციები: პირობითი და ციკლის ოპერატორები, ფუნქციები, მასივები, მეხსიერების მართვა, ფაილურ სისტემასთან მუშაობა. ამოცანის დასმა და პროგრამირების ენის ძირითადი კონსტრუქციების გამოყენებით მისი გადაწყვეტა.
სასერტიფიკატო კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება Python ენაზე პროგრამირების საფუძვლები. კერძოდ, ის შეძლებს განსაზღვროს მონაცემთა ტიპები და განახორციელოს მათი დამუშავება სხვადასხვა კონსტრუქციების გამოყენებით. მომხმარებელს შეეძლება ამოცანის შესაბამისად შექმნას საკუთარი სამომხმარებლო ტიპი, საჭიროების შესაბამისად მისთვის გადატვირთოს სხვადასხვა ოპერატორები, გამოიყენოს მონაცემთა შენახვის კონტეინერები.
კურსში ჩართვის წინაპირობები:
კურსს უძღვებიან: პაპუნა ქარჩავა, თემურ ადეიშვილი, თორნიკე მიხელიძე.
კურსის მოცულობა: 60 აკადემიური საათი.
კურსის ღირებულება: 500 ლარი.
კურსი დაიწყება 16.11.2022-დან.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).
ტელ.: 2 25 04 84 (შიდა ნომერი1466);
ელფოსტა: tsulifelonglearning@tsu.ge
ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.