ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ატარებს I სტუდენტურ კონფერენციას 2024 წლის 18 ივნისს.
კონფერენციის სახელწოდება:
„კიბერუსაფრთხოების გენდერული განზომილება"
„კიბერუსაფრთხოების გენდერული განზომილებების“ შესახებ კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს აკადემიურ კვლევას, ასევე მონაწილეთა შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კიბერუსაფრთხოების გენდერული ასპექტების შესახებ. აღნიშნული კონფერენციის მეშვეობით სტუდენტებსა და მკვლევარებს მიეცემათ პლატფორმა წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები და ჩაერთონ დისკუსიებში კიბერუსაფრთხოების გენდერული განზომლიებების შესახებ, ასევე განიხილონ ამ სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრის ალტერნატიული და ინოვაციური გზები. კონფერენცია ხელს შეუწყობს კიბერუსაფრთხოების სფეროში გენდერულ თანასწორობასა და ინკლუზიურობას საქართველოში.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
„კიბერუსაფრთხოების გენდერული განზომილება" - კონფერენციის კვლევის თემები შეიძლება მოიცავდეს მოცემულ და სხვა დაკავშირებულ საკითხებს:
1. გენდერული უთანასწორობა კიბერუსაფრთხოებაში: კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობის შესწავლა, მათ შორის დასაქმების შესაძლებლობები, კარიერული წინსვლა და ქალები გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე.
2. კიბერსაფრთხეებისა და შევიწროების გენდერული ასპექტები: კიბერსაფრთხეების შესწავლა სქესის მიხედვით, ონლაინ შევიწროების და კიბერდანაშაულების, მათ შორის კიბერბულინგის, შანტაჟის, ადევნებისა და სხვა დანაშაულებათ აგამოძიების კუთხით საქართველოში არსებული სიტუაცია.
3. ინტერსექციურობა და კიბერუსაფრთხოება: სქესის ინტერსექციურობა სხვა სოციალურ იდენტობებთან, როგორიცაა რასა, ეთნიკური/ეროვნული კუთვნილება, რელიგიური მრწამსი, შშმპ სტატუსი და ა.შ., და მისი გავლენა კიბერუსაფრთხოების რისკებსა და შესაბამის რეაგირებაზე.
4. გენდერულად სენსიტიური კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და პრაქტიკა: გენდერული საკითხების ინტეგრირება კიბერუსაფრთხოების პოლიტიკაში, პრაქტიკასა და ორგანიზაციულ კულტურაში.
5. ინფორმაციასა და ციფრულ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გენდერული ასპექტები: ინფორმაციასა და ციფრულრესურსებზე ხელმისაწვდომობის ბარიერების შესწავლა გენდერულ ჭრილში, მათ შორის ინტერნეტზე წვდომის, ციფრული წიგნიერების და ტექნოლოგიების ათვისების კუთხით არსებული უთანასწორობა.
6. კიბერდანაშაულისა და კიბერუსაფრთხოების ინციდენტების ზეგავლენა გენდერულ ჭრილში: კიბერდანაშაულისა და კიბერუსაფრთხოების ინციდენტების დიფერენცირებული ზეგავლენის, მათ შორის ფსიქოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების ანალიზი ინდივიდებზე მათი სქესიდან გამომდინარე.
7. სხვა თემები
სამუშაო/საკომუნიკაციო ენა: ქართული და ინგლისური
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
1. ნატოასათიანი, ასოცირებული პროფესორი
2. ნათიასორდია, ასისტენტი პროფესორი
3. მაკობაშარული, დოქტორანტი
იურიდიულიფაკულტეტი
1. ლალი ფაფიაშვილი, პროფესორი
2. ქეთევან ხუციშვილი, პროფესორი
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
1. მანანა ხაჩიძე, პროფესორი
2. მაგდა ცინცაძე, პროფესორი
3. მაია არჩუაძე, პროფესორი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ენების ცენტრი
1. ელენე ცაცუა
გაეროს ქალთა ორგანიზაცია
1. მედეა გუგეშაშვილი
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა ამ ბმულზე.რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2024 წლის 15 აპრილი.