სტაჟირება „ენჯითი ჯგუფში“

16 მაისი 2019

“ენ ჯი თი ჯგუფი” წარმოადგენს 10 წლიანი გამოცდილების მქონე და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად აითი ინტეგრატორ კომპანიას. ჩვენი დამკვეთები არიან მსხვილი და საშუალო ორგანიზაციები საფინანსო, სახელმწიფო და სამედიცინო სექტორიდან. კომპანია წარმოადგენს საქართველოში 30 მდე საერთაშორისო კლასის ვენდორს რომლებიც ლიდერები არიან თავიანთ სფეროში.

კომპანია გთავაზობთ კარგ სამუშაო გარემოს და პროფესიულ განვითარებას. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ, მეგობრულ და მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

http://www.next-gt.com/en/

 სტაჟირება - პროგრამული უზრუნველყოფის ჯგუფში

განკუთვნილია საინფორმაციო ტექნოლოგიების/ პროგრამული ინჟინერიის III- IV კურსის სტუდენტებისთვის.

ძირითადი  მოთხოვნა:

SQL და რომელიმე პროგრამირების ენის საბაზისო ცოდნა

რას ვთავაზობთ სტუდენტებს:

·  ანაზღურებად სტაჟირებას პროგრამული უზრუნველყოფის ჯგუფში და დასაქმების პერსპექტივას;

·  რეალურ სამუშაო პროცესში ჩართულობას;

·  ახალი ტექნოლოგიების გაცნობას და ახალ გამოწვევებს;

·  მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:Vacancy@next-gt.com 26 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ „Internship”. 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.