უცხო ენის მოქმედი საერთაშორისო
სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე,
B2 დონე), Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის, თურქეთის რესპუბლიკის
მიერ ინიცირებულ მევლანას გაცვლით პროგრამასა და თსუ-ს უცხოენოვან გაცვლით
პროგრამებში (ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში) მონაწილეობის მსურველი
სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ენის ინსტიტუციურ სავალდებულო ტესტირებაზე
ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge
ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2020 წლის 3 თებერვლიდან 6 მარტის 18:00 საათის ჩათვლით.
ტესტირების ჩაბარების უფლება აქვთ 2019/20 სასწავლო წელს სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე თსუ ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის პირველი და მეორე, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს!*
ტესტირება ჩატარდება შემდეგ უცხოურ
ენებში: ინგლისური, გერმანული, იტალიური, პორტუგალიური, ფრანგული,
ბერძნული, ესპანური და თურქული
* სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6
სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან
გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად
გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით
დაგიდასტურებთ, შეძლებთ ენის ტესტზე დარეგისტრირებას და კონკურსში
მონაწილეობის მიღებას.