საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი აცხადებს სტაჟირების, პროგრამას რომელიც განკუთვნილია მათემატიკის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, IT Management-ს სკოლის მესამე(ვინც მეოთხე კურსზე იქნება სექტემბრიდან) და მეოთხე კურსის სტუდენტებისათვის(ანუ დამამთავრებელი კურსის), კურსდამთავრებულებისთვის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. გთხოვთ ქვემოთ იხილოთ ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც მინდა გთხოვოთ შესაბამისი მიმართულებისთვის.
გარდა ვაკანსიის ტექსტის გაზიარებისა გვინდა, რომ გთხოვოთ თქვენთან უნივერსიტეტში ამ მიმართულებების სტუდენტებთან პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრის დაორგანიზებაში დახმარება, ჩვენთვის მოსახერხებელი არის 20 ივნისი და თქვენც თუ თანახმა ხართ შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებითაც მოგაწვდით ინფორმაციას სტუდენტებთან გასაზიარებლად. მანამდე კი გიზიარებთ ტექსტს და გთხოვთ, რომ შეძლებისდაგვარად მალე დაგვეხმაროთ მის გავრცელებაში. დაველოდები თქვენს პასუხს. წინასწარ დიდი მადლობა
„ საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი აცხადებს რიგით III სტუდენტურ პროგრამას - START-ი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.
სტუდენტური პროგრამა 7 თვეგრძელდება:პირველი თვისგანმავლობაში შერჩეული მონაწილეები გაივლიან სპეციალურად მათ როლზე მორგებულ ინტენსიურ პროფილურ ტრენინგ პროგრამებს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ერთვებიან 6 თვიანრეალურ სამუშაო პროცესში.
ტრენინგებსა და უშუალოდ სამუშაო პროცესში მონაწილეები ნაწილდებიან თავიანთი ცოდნის, უნარების და ინტერესების შესაბამისად.
როლები განაწილდება შემდეგ მიმართულებებში: Oracle Development, Java Development, Angular Development, Web Development, Mobile Development, Data Science, Quality Assurance, Support
ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში პროგრამის მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა საქმიანობა გააგრძელონ საქართველოს ბანკში.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის გამოსაგზავნად გთხოვთ, ეწვიოთ: it.internship.ge
ვაკანსიების მიღების დედლაინი: 24.06.2019“