თუ ხარ დაინტერესებული კომპიუტერული მეცნიერებით, მაშინ ეს შენი შანსია!
თუ გსურთ სწავლა გააგრძელოთ თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართულ-ფრანგულ კომპიუტერული მეცნიერების განახლებულ პროგრამაზე, მაშინ ისარგებლეთ შიდა და გარე მობილობით.
პროგრამა ხორციელდება პარი საკლეს უნივერსიტეტის (Université Paris-Saclay) ჯგუფის წევრი - ევრის უნივერსიტეტთან (Université Evry Val d'Essonne) თანამშრომლობით და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
კურსდამთავრებულები მიიღებენ ორ დიპლომს - თსუ კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის დიპლომსა და ევრის უნივერსიტეტის დიპლომს ინფორმატიკაში.
"კომპიუტერული მეცნიერების" ქართულ-ფრანგული პროგრამების 1-3 კურსის საგნები თანხვედრაშია "კომპიუტერული მეცნიერების" ქართული პროგრამის საგნებთან.
მე-4 კურსიდან ლექციებს წაიკითხავენ პარტნიორი უნივერსიტეტის ფრანგი პროფესორები.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ: https://bit.ly/3QCsii2