კომპიუტერული მეცნიერების (ქართულ-ფრანგული) ორმაგი დიპლომის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებული

15 მაისი 2025

კომპიუტერული მეცნიერების (ქართულ-ფრანგული) ორმაგი დიპლომის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებული: თათია გოგაშვილი 

თსუ კომპიუტერული მეცნიერების (ქართულ-ფრანგული) საბაკალავრო პროგრამა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტთან ერთად სთავაზობს ორმაგ დიპლომს ევრი პარი-საკლესა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში.

დიპლომის გადაცემის ცერემონია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის თანადირექტორის, პროფესორ ნაზიმ აგულმინის თანადასწრებით. 🇫🇷🇬🇪

და ეს მხოლოდ დასაწყისია: 2023-2024 სასწავლო წლის სხვა კურსდამთავრებულებიც მალე მიიღებენ აღნიშნული პროგრამის დიპლომებს!🎉