თსუ „Online ENVOY”

2 აპრილი 2020

ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტთა საყურადღებოდ! 

მსოფლიოში და ქვეყანაში შექმნილი სიტუაცის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც დისტანციური სწავლა-სწავლება ასეთი მნიშვნელოვანია, ყველას კარგად მოეხსენება თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს უფროსკლასელთათვის საგანმანათლებლო პროგრამებზე, სტუნდეტურ ცხოვრებაზე საუბარს. სწორედ ამიტომ თსუ საბავშვო უნივერსიტეტი და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი იწყებს ახალ და ინოვაციურ პროექტს „Online ENVOY”.

პროექტი ეფუძნება „თსუ დესპანს“  და იზიარებს იმ ამოცანებსა და ძირითად შინაარსობრივ ნაწილს, რომელსაც პროექტი უკვე მისი არსებობის 9 წლის განმავლობაში უზიარებდა მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

პროექტში მონაწილეობა და ჩართულობა ხელს შეუწყობს სტუდენტებში მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვასა და არაფორმალური განათლების განვითარებას. 

„Online ENVOY”-ში მონაწილეებს დაეგზავნებათ ის საჭირო ელექტრონული მასალა, რომლის საშუალებითაც მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც აუცილებელი იქნება მოსწავლეებთან დისტანციური მუშაობის დროს. 

პროექტის მონაწილეები, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას და განახორციელებენ სავალდებულო აქტივობას, მიიღებენ მონაწილეობის სერტიფიკატს და ამასთან ერთად ექნებათ შესაძლებლობა სრულიად უფასოდ გაიარონ ტრენინგები და სასერტიფიკატო კურსები. მათ შორის „კარიერის მართვის“ ელექტრონული კურსი elearning.tsu.ge-ს პლატფორმაზე. 

პროექტის ტექნიკური მხარე

პროექტი უნდა განხორციელდეს Zoom-ის საშუალებით.

საჭიროების შემთხვევაში მონაწილეებთან მოხდება დისტანციური გასაუბრება ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. 

მონაწილის მიზანია აღნიშნული აქტივობა განახორციელოს უფროსკლასელ სკოლის მოსწავლეებთან (დაინტერესებული მოსწავლეების ჩართულობა უნდა მოხდეს მშობლიური სკოლიდან), მიაწოდოს მათ ინფორმაცია უნივერსიტეტის, საგანმანათლებლო პროგრამების და სტუდენტური ცხოვრების შესახებ. 

  • როგორ დავადასტუროთ რომ სავალდებულო დისტანციური შეხვედრა ჩავატარეთ? 

გადმოვგზავნოთ მინიმუმ 1 სქრინი, გადაღებული დისტანციური შეხვედრის მიმდინარეობისას.

  • რამდენი მოსწავლე უნდა იყოს ჩართული აღნიშნულ აქტივობაში? 

მინიმუმ ერთი მოსწავლე.

პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის ვადაა  2 აპრილიდან - 12 აპრილის ჩათვლით. 

ს ა რ ე გ ი ს ტ რ ა ც ი ო   ბ მ უ ლ ი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 597222616 / tsuenvoy@tsu.ge

შენი ჩართულობა მნიშვნელოვანია, დარჩი სახლში და დაეხმარე სხვას სწორი არჩევანის გაკეთებაში! 

#STOPCOV