დაპროგრამება C++ ენაზე (საბაზისო კურსი)

1 ნოემბერი 2022

სასერტიფიკატო კურსის "დაპროგრამება C++ ენაზე (საბაზისო კურსი)" მიზანს წარმოადგენს, მსმენელს შეასწავლოს პროგრამირების ენა C++ და მისი ძირითადი საბაზისო კონსტრუქციები: პირობითი და ციკლის ოპერატორები, ფუნქციები, მასივები, მეხსიერების მართვა, ფაილურ სისტემასთან მუშაობა. ამოცანის დასმა და პროგრამირების ენის ძირითადი კონსტრუქციების გამოყენებით მისი გადაწყვეტა.

სასერტიფიკატო კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება C++ ენაზე პროგრამირების საფუძვლები. კერძოდ, ის შეძლებს განსაზღვროს მონაცემთა ტიპები და განახორციელოს მათი დამუშავება სხვადასხვა კონსტრუქციების გამოყენებით. მომხმარებელს შეეძლება ამოცანის შესაბამისად შექმნას საკუთარი სამომხმარებლო ტიპი, საჭიროების შესაბამისად მისთვის გადატვირთოს სხვადასხვა ოპერატორები, გამოიყენოს მონაცემთა შენახვის კონტეინერები. 

კურსში ჩართვის წინაპირობები: 

  • კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარ-ჩვევები;
  • მარტივი ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ინგლისური ენა ელემენტარულ დონეზე.

კურსს უძღვებიან: პაპუნა ქარჩავა, თორნიკე მიხელიძე, ნათელა არჩვაძე.

კურსის მოცულობა: 60 აკადემიური საათი.

კურსის ღირებულება: 500 ლარი.

კურსი დაიწყება 16.11.2022-დან.

რეგისტრაციის ბმული


საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). 

ტელ.: 2 25 04 84 (შიდა ნომერი1466); 

ელფოსტა: tsulifelonglearning@tsu.ge

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.