კონკურსი ზაარლანდის უნივერსიტეტის სადოქტორო კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად

6 ივნისი 2019

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ შვიდივე ფაკულტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე  დოქტორანტურის საფეხურის I, II, III, IV, V სემესტრის სტუდენტებს, რომლებიც მინიმუმ B2 დონეზე ფლობენ გერმანულ ენას (გერმანული ენის არცოდნის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, კონკურსზე დაიშვებიან მხოლოდ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისურენოვანი დოქტორანტები).

• სტიპენდიის ხანგრძლივობა: ორი კვირა;

• მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი;

• სტიპენდიის მოცულობა: 200 ევრო და უფასო საერთო საცხოვრებელი.

სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:

• დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

• შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (ზაარლანდის უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 14 ივნისის 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge 

სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:

• პასპორტის ასლი;

• CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ /გერმანულ ენაზე);

• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);

• ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით);

• მოტივაციის წერილი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე);

• საკვლევი გეგმის მოკლე მონახაზი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე);

• ერთი რეკომენდაცია (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე);

• გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგი/ცნობა - 2018 წლის 9 ოქტომბერი ან 2019 წლის 13 მარტი ან თსუ დოქტორანტურის მისაღები გამოცდის შედეგი (უკანასკნელი 2 წელი; მინიმალური ქულა 71) ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული საერთაშორისო სერთიფიკატი (B2) დონე);

• დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან);

• მაგისტრის დიპლომი და დიპლომის დანართი.

დამატებითი ინფორმაცია: 

- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო მგზავრობისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები.

- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:outgoingmobility@tsu.ge.