2024 წლის 18 ივლის, ბრიტანეთის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა პირველი სტუდეტნტური კონფერენცია „კიბერუსაფრთხოების გენდერული განზომილება".
კონფერენციის მიზანი იყო აკადემიური კვლევების ხელშეწყობა და გენდერულ ასპექტებთან დაკავშირებით ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა. სტუდენტებს და მკვლევრებს შესაძლებლობა მიეცათ წარმოედგინათ თავიანთი ნაშრომები და ექსპერტებთან დისკუსიაში მიეღოთ მონაწილეობა. ღონისძიებამ გააერთიანა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის, აკადემია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები, რათა ხელი შეეწყოს გენდერული უთანასწორობის დასაძლევად პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას. დისკუსიები ფოკუსირებული იყო სფეროში გამოწვევების ინოვაციურ მიდგომებზე, საბოლოოდ, კი მიზნად ისახავდა კიბერუსაფრთხოების სფეროში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობას საქართველოს მასშტაბით.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სტუდენტური ღონისძიებების გვერდზე.