შიდა მობილობა
შიდა მობილობის ვაკანტური ადგილები განისაზღვრება ფაკულტეტების მიერ და აისახება შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე.
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
- შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს თსუ-ს სტუდენტს.
- შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
- სამჯერ ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის მიმართ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემამდე, მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელზეც ხსენებული კურსი სავალდებულო სასწავლო დისციპლინას არ წარმოადგენს ან არ წარმოადგენდა
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა
- შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
- შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება დამატებითი სემესტრის სტუდენტს.
შიდა მობილობის ვადები- საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 17-19 აგვისტო;
- შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 20 - 25 აგვისტო;
- შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 26 აგვისტო;
- საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 27-31 აგვისტო;
- ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 1- 3 სექტემბერი;
- საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 4 სექტემბერი;
- შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება - 4სექტემბერი;
შიდა მობილობის მსურველთა
ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა
- სტუდენტი შიდა მობილობის მსურველის სტატუსს მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით.
- სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არა უმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამისა. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს მათი პრიორიტეტულობა.
ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება
- სტუდენტი, რომელმაც მოიპოვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება, უფლებამოსილია მიმართოს საგანმანათლებლო ერთეულს შეთანხმების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე - 1-3 სექტემბერი;
- შიდა მობილობის მსურველი, რომელიც რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ მიმართავს ფაკულტეტს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას, კარგავს აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლებას.
ადმინისტრაციული რეგისტრაცია
მიუხედავად შიდა მობილობის კონკურსში მონაწილეობის მიღებისა, სტუდენტმა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაცია უნდა გაიაროს რექტორის სბრძანებით განსაზღვრულ ვადებში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №108, ტელ.:; (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 2326).
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, ოთახი №208 (სტუდენტთა მომსახურების ცენტრი); ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა -1723; 1725; 1727; 1730; 1732).
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ, VI კორპუსი, ოთახი №207; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა -6220; 6221; 6224; 6235).
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №301; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 9740; 9733; 9739; 9741).
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“- ტურიზმის სკოლა - მის.: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №201; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 8521; 8524; 8525; 8530).
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა - მის.: ქ. თბილისი, ზანდუკელის ქ. N16, ტელ: (+995) 322 507 177.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძისგამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 3220; 3223; 3224).