კომპიუტერული მეცნიერების (ქართულ-ფრანგული) ორმაგი დიპლომის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებული
კომპიუტერული მეცნიერების (ქართულ-ფრანგული) ორმაგი დიპლომის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებული: თათია გოგაშვილი
თსუ კომპიუტერული მეცნიერების (ქართულ-ფრანგული) საბაკალავრო პროგრამა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტთან ერთად სთავაზობს ორმაგ დიპლომს ევრი პარი-საკლესა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში.
დიპლომის გადაცემის ცერემონია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის თანადირექტორის, პროფესორ ნაზიმ აგულმინის თანადასწრებით.


და ეს მხოლოდ დასაწყისია: 2023-2024 სასწავლო წლის სხვა კურსდამთავრებულებიც მალე მიიღებენ აღნიშნული პროგრამის დიპლომებს!
