ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ავტონომიური
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება,
საუნივერსიტეტო
განათლების
კლასიკურ
ევროპულ
მოდელზე
დაფუძნებული
უნივერსალური
სამეცნიერო-კვლევითი
და
სასწავლო
ცენტრი.
უნივერსიტეტი ახორციელებს აკადემიური განათლების სამსაფეხურიანი სწავლების ციკლის (ბაკალავრიატი – მაგისტრატურა – დოქტორანტურა) საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებს, უწყვეტი განათლების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამებს.
2005 წლიდან საქართველოში შემოღებულ იქნა აკადემიური უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სისტემა. ამ სისტემაზე სრული გადასვლა განხორციელდა 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისიდან. უმაღლესი განათლების საფეხურის დასამთავრებლად აუცილებელია შესაბამისი რაოდენობის კრედიტების დაგროვება.
პირველი საფეხური: ბაკალავრიატი - არანაკლებ 240 კრედიტი
2007 წლიდან 2010 წლის ჩათვლით უმაღლესი განათლების ფარგლებში არსებობდა დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლება) საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავდა 120-180 კრედიტს.
აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრული ზოგადი განათლების საფუძველზე. დიპლომირებული სპეციალისტის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლის (პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არსებული მოკლე ციკლისთვის გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების) შემთხვევაში მიანიჭოს სტუდენტს შუალედური კვალიფიკაცია. შუალედური კვალიფიკაციის მინიჭება დასაშვებია შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლისთვის დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რომელიც არ შეიძლება იყოს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების ნახევარზე ნაკლები (2010 წლის 1 სექტემბრიდან).
მეორე საფეხური: მაგისტრატურა - არანაკლებ 120 კრედიტი
მესამე საფეხური: დოქტორანტურა - არანაკლებ 180 კრედიტი