• 17 ივნისი 2025

საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (ქართული/ინგლისური)

   პროგრამა აკრედიტებულია ABET-ის კომპიუტერული აკრედიტაციის კომისიის (CAC) მიერ.

კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი

სწავლების ენა - ქართული/ინგლისური

საბაკალავრო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერება“ მიზანს წარმოადგენს გამოუშვას კურსდამთავრებულები, რომლებიც:

  1. იქნებიან კომპიუტერული მეცნიერების პროდუქტიული, პასუხისმგებელიანი სპეციალისტები, რომლებიც შესძლებენ კვლევებს და/ან დაპროექტების ჩატარებას, პროგრამების შექმნას, განვითარებას ან მხარდაჭერას კომპიუტერული მეცნიერების სხვადასხვა სფეროში;
  2. შესძლებენ ინფორმატიკის სფეროში კომპიუტერული მეცნიერების ეთიკის და სოციალურ პრობლემების აღქმა-გააზრებას, როგორც პროფესიონალი, თავისი მოვალეობის შესრულებისას;
  3. გააგრძელებენ კომპიუტერულ მეცნიერებაში ახალი ტექნოლოგიების შესწავლას უნივერსიტეტის შემდგომი პროფესიული თვითგანათლების გზით.

სასწავლო პროგრამის შედეგები:

  1. კომპიუტინგის რთული პრობლემების ანალიზი და კომპიუტინგის პრინციპების სხვა შესაბამისი დისციპლინების გამოყენება გადაწყვეტილებების განსასაზღვრავად;
  2. კომპიუტინგზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შემუშავება, განხორციელება და შეფასება მოცემული ამოცანის კომპიუტინგის მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად პროგრამის დისციპლინის კონტექსტის შესაბამისობაში;
  3. ქმედითიანი კომუნიკაცია სხვადასხვა პროფესიულ კონტექსტში;
  4. პროფესიული პასუხისმგებლობის აღიარება და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება იურიდიული და ეთიკური პრინციპების საფუძველზე;
  5. გუნდის წევრის ან ლიდერის მოვალეობის ქმედითი შესრულება, პროგრამის შესაბამისი დისციპლინის ფარგლებში;
  6. კომპიუტერული მეცნიერებების და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების საფუძვლების გამოყენება კომპიუტინგზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად.

პროგრამის შემადგენელი კომპონენტებისა და კრედიტების განაწილება

  • 130 ECTS - კომპიუტერული მეცნიერების საგნები
  • 30 ECTS - მათემატიკური საგნები
  • 20 ECTS - საბუნებისმეტყველო მეცნიერების საგნები
  • 30 ECTS - ზოდაგი განათლება
  • 30 ECTS - თავისუფალი არჩევითი
პროგრამის სრული აღწერა  


პროგრამის კურსდამთავრებულთა სტატისტიკა

სასწავლო წელი

პროგრამის 

კურსდამთავრებულები

გოგონები

ვაჟები

2024-2025

10

5

5

2023-2024

67

20

47

2022-2023

81

18

62

2021-2022

84

22

62

2020-2021

65

10

55

2019 -2020

69

9

60

2018-2019

99

16

83