მარტივი CRUD აპლიკაციების გენერატორი

ავტორი: მიხეილ ჭელიძე
საკვანძო სიტყვები: CRUD აპლიკაცია, ფორმის გენერირება
ანოტაცია:

სამაგისტრო ნაშრომში განხილულია ინფორმაციული სისტემა, რომელიც ემსახურება გარკვეული სახის ინფორმაციის შეყვანას, ნახვას, რედაქტირებას და წაშლას. სისტემა ორგანიზაციებში აგვარებს ისეთ ტიპიურ პრობლემას, როდესაც მათ არ აქვს საკმარისი დრო ან რესურსი, მაგრამ მონაცემების აღრიცხვა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანია. განხილულია სისტემის მომხმარებელთა ტიპები. აღწერილია პროექტის არქიტექტურა და ტექნოლოგიები. განმარტებულია თუ რატომ იქნა შერჩებული ესა თუ ის მოდელი თუ ტექნოლოგია. აქვე მინდა შევადარო სხვა სისტემებს (Google Forms, JotFoms) და აღვნიშნო დადებითი და უარყოფითი მხარეები. უარყოფითი: არც თუ ისე დახვეწილია დიზაინის მხრივ. მოუხერხებელია მცირე ზომის ეკრანების მქონე აპარატურით მუშაობისას. ამ ეტაპზე არ აქვს სტატისტიკის დათვლის მოდული, რაც იგივე Google Forms-ში საკმაოდ კარგად არის გადაწყვეტილი. დადებითი: შეიძლება სისტემის ისე დაყენება, რომ გარე სამყაროს შენს ინფორმაციეაზე წვდომა არ ქონდეს. Google Formsის შემთხვევაში ეს შეუძლებელია, რადგან მონაცემებს ინახავ Googleს სერვერებზე. გააჩნია ჩადგმული ფორმები; აქვს შედარებით მოხერხებული კომონენტები. არის ვებ-აპლიკაცია, რაც პირველ რიგში გულისხმობს ოპერაცული სისტემისგან დამოუკიდებლობას, რაც დამეთანხმებით დიდი პლუსია. აქვს ცენტრალიზებული მონაცემთა შენახვის და დამუშავების სისტემა. არის მსუბუქი და არ საჭიროებს დიდ აპარატურულ რესურსებს, როგორც სერვერზე ასევე მომხმარებელთან. აქვს ავტომატური აუდიტ მხარდაჭერ


მიმაგრებული ფაილები:

მარტივი CRUD აპლიკაციების გენერატორი.ნაშრომი. [ka]

ინფორმაცია

თარიღი
10 ოქტომბერი 2018