სამაგისტრო პროგრამა: "კომპიუტერული მეცნიერება"
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრი
სწავლების ენა: ქართული
სამაგისტრო პროგრამის მიზანია მაგისტრს მისცეს ცოდნა თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერების ძირეულ კომპონენტებში (ალგორითმების აგება და ანალიზი, ალგორითმების სირთულე, მონაცემთა სტრუქტურების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, დაპროგრამების თანამედროვეენები, კომპიუტერული მეცნიერების განვითარების ტენდენციები და აუცილებელი მათემატიკური ფუნდამენტი) და გამოუმუშაოს მიღებული ცოდნის შემოქმედებითი და ეფექტური გამოყენებისთვის აუცილებელი უნარები.
სწავლის შედეგები
კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრს შეეძლება რეალური ინტერესის მქონე პრობლემების კლასიფიცირება, მათთვის თეორიული მეთოდების და ტექნოლოგიური საშუალებების შერჩევა, ამოცანის დამუშავება და რეალიზება. კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრს უნდა შეეძლოს თავისი ცოდნის ეფექტური გამოყენება როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური მუშაობის შემთხვევვაში.
სწავლის შედეგად მაგისტრი: შეიძენს როგორც ფუნდამენტური, ასევე შედარებით სპეციალური სახის ალგორითმების შესახებ მრავალმხრივ ცოდნას;შეისწავლის დაპროგრამების თანამედროვე ტექნოლოგიებს; შეიძენს კომუნიკაციური, ადამიანთშორისი და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს;შეიძენს ანალიზური და კრიტიკული აზროვნების უნარს, რაც ასევე მოიცავს შემოქმედებით მიდგომას და ეთიკური ღირებულებების დაცვას; სპეციფიკურ უნარ-ჩვევებს წარმატებული კარიერის შესაქმნელად.