• 18 აგვისტო 2018

ინფორმაციული სისტემები

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ინფორმაციული სისტემების მაგისტრი,

სწავლების ენა: ქართული

სამაგისტრო პროგრამა- ინფორმაციული სისტემები 

ამჟამად, ადამიანის მოღვაწეობის ყოველ სფეროში წარმატების მიღწევის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს კომპიუტერული ინფორმაციული სისტემებისა და ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება. იმისათვის, რომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატების მიღწევა შეძლოს, ინფორმაციული სისტემების მიმართულების მაგისტრი უნდა ფლობდეს საფუძვლიან თეორიულ ცოდნასა და სამეცნიერო და პრაქტიკული მუშაობის უნარ–ჩვევებს ცოდნის იმ სფეროებში, რომლებიც ეკუთვნის კომპიუტინგს (ზოგადად ინფორმატიკა). აგრეთვე შედარებით სპეციფიკური ცოდნის სფეროები, რომლებზეც ყურადღება მახვილდება მოდულებში. ინფორმაციული სისტემების მიმართულება შრომის ბაზარზე დიდი აქტუალობით და მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა. მსოფლიოს დაახლოებით 2500 წამყვან უნივერსიტეტში აქტუალურია ამ მიმართულების სწავლებისა და კვლევის საკითხები. ჩვენს მიერ წარმოდგენილი სამაგისტრო პროგრამა ეფუძნება საუნივერსიტეტო გარემოში ზოგადად კომპიუტინგის (Computing) სწავლების მსოფლიოში აღიარებულ მეთოდოლოგიას (Computing Curricula 2005, http://www.computer.org/education/cc2005). ეს მეთოდოლოგია აპრობირებულია (იხ. http://ed.sjtu.edu.cn/rank/2005/ARWU2005_Top100.htm) წამყვან უნივერსიტეტებში და შემუშვებულია ისეთი ცნობილი საზოგადოებების მიერ, როგორებიცაა: The Association for Computer Machinary (ACM, http://www.acn.org), The Association for Information Systems (AIS), The Computer Society (IEEE-CS, http://computer.org ).

სწავლისშედეგები

ინფორმაციული სისტემების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს დაიკავოს მმართველი თანამდებობებიინფორმაციული სისტემების მიმართულებით. კურსდამთავრებულებს უნდა გააჩნდეთ შემდეგი ზოგადი ცოდნა, უნარჩვევები და ღირებულებები -ფუნდამენტური ცოდნა საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტსა და ტექნოლოგიებში;ინფორმაციული სისტემებისა და ბიზნესის ურთიერთკავშირის საფუძვლების ცოდნა;ინფორმაციული სისტემების დარგისა და ბიზნესისფართო სპექტრის აღქმა;კომუნიკაციური, ადამიანთ–შორისი და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები;ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი,რაც ასევე მოიცავს შემოქმედებით მიდგომას და ეთიკური ღირებულებების დაცვას; სპეციფიკურიუნარ-ჩვევები წარმატებული კარიერისშესაქმნელად.