საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (ქართული/ინგლისური)
კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი
სწავლების ენა - ქართული/ინგლისური
საბაკალავრო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერება“ მიზანს წარმოადგენს გამოუშვას კურსდამთავრებულები, რომლებიც:
- იქნებიან კომპიუტერული მეცნიერების პროდუქტიული, პასუხისმგებელიანი სპეციალისტები, რომლებიც შესძლებენ კვლევებს და/ან დაპროექტების ჩატარებას, პროგრამების შექმნას, განვითარებას ან მხარდაჭერას კომპიუტერული მეცნიერების სხვადასხვა სფეროში;
- შესძლებენ ინფორმატიკის სფეროში კომპიუტერული მეცნიერების ეთიკის და სოციალურ პრობლემების აღქმა-გააზრებას, როგორც პროფესიონალი, თავისი მოვალეობის შესრულებისას;
- გააგრძელებენ კომპიუტერულ მეცნიერებაში ახალი ტექნოლოგიების შესწავლას უნივერსიტეტის შემდგომი პროფესიული თვითგანათლების გზით.
სასწავლო პროგრამის შედეგები:
- კომპიუტინგის რთული პრობლემების ანალიზი და კომპიუტინგის პრინციპების სხვა შესაბამისი დისციპლინების გამოყენება გადაწყვეტილებების განსასაზღვრავად;
- კომპიუტინგზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შემუშავება, განხორციელება და შეფასება მოცემული ამოცანის კომპიუტინგის მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად პროგრამის დისციპლინის კონტექსტის შესაბამისობაში;
- ქმედითიანი კომუნიკაცია სხვადასხვა პროფესიულ კონტექსტში;
- პროფესიული პასუხისმგებლობის აღიარება და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება იურიდიული და ეთიკური პრინციპების საფუძველზე;
- გუნდის წევრის ან ლიდერის მოვალეობის ქმედითი შესრულება, პროგრამის შესაბამისი დისციპლინის ფარგლებში;
- კომპიუტერული მეცნიერებების და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების საფუძვლების გამოყენება კომპიუტინგზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
პროგრამის შემადგენელი კომპონენტებისა და კრედიტების განაწილება
- 130 ECTS - კომპიუტერული მეცნიერების საგნები
- 30 ECTS - მათემატიკური საგნები
- 20 ECTS - საბუნებისმეტყველო მეცნიერების საგნები
- 30 ECTS - ზოდაგი განათლება
- 30 ECTS - თავისუფალი არჩევითი
პროგრამის სრული აღწერა
პროგრამის კურსდამთავრებულთა სტატისტიკა
სასწავლო წელი
|
პროგრამის კურსდამთავრებულები
|
გოგონები
|
ვაჟები
|
2024-2025
|
10
|
5
|
5
|
2023-2024
|
67
|
20
|
47
|
2022-2023
|
81
|
18
|
62
|
2021-2022
|
84
|
22
|
62
|
2020-2021
|
65
|
10
|
55
|
2019 -2020
|
69
|
9
|
60
|
2018-2019
|
99
|
16
|
83
|