კურსდამთავრებულს მიენიჭება აკადემიური ხარისხი - ინფორმატიკის ბაკალავრი
სწავლების ენა - ქართული /ინგლისური
საბაკალავრო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერება“ მიზანია გამოუშვას კურსდამთავრებული რომელიც:
1. იქნება ინფორმატიკის (კომპიუტინგის) ნაყოფიერი, პასუხისმგებლიანი სპეციალისტი, რომელსაც შეეძლება კვლევების ჩატარება და პროექტების შემუშავება-მხარდაჭერა ამ სფეროში;
2. შესძლებს ინფორმატიკის სფეროში კომპიუტერული მეცნიერების ეთიკის და სოციალურ პრობლემების აღქმა-გააზრებას, როგორც პროფესიონალი, თავისი მოვალეობის შესრულებისას;
3. გააგრძელებს კომპიუტერულ მეცნიერებაში ახალი ტექნოლოგიების შესწავლას უნივერსიტეტისშემდგომი პროფესიული თვითგანათლების გზით.
სასწავლო პროგრამის შედეგები:
დარგობრივი კომპეტენციები
1. კომპიუტინგის რთული პრობლემების ანალიზი და კომპიუტინგის პრინციპების სხვა შესაბამისი დისციპლინების გამოყენება გადაწყვეტილებების განსასაზღვრავად;
2. კომპიუტინგზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შემუშავება, განხორციელება და შეფასება მოცემული ამოცანის კომპიუტინგის მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად პროგრამის დისციპლინის კონტექსტის შესაბამისობაში;
3. ქმედითიანი კომუნიკაცია სხვადასხვა პროფესიულ კონტექსტში
4. პროფესიული პასუხისმგებლობის აღიარება და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება იურიდიული და ეთიკური პრინციპების საფუძველზე;
5. გუნდის წევრის ან ლიდერის მოვალეობის ქმედითი შესრულება, პროგრამის შესაბამისი დისციპლინის ფარგლებში;
6. კომპიუტერული მეცნიერებების და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების საფუძვლების გამოყენება კომპიუტინგზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
პროგრამის სტრუქტურა
სრული მოცულობა 240 კრედიტი. აქედან:
135 კრედიტი- დარგობრივი საგნები კომპიუტერულ მეცნიერებაში
<br>
CS101 კომპიუტერულიუნარ-ჩვევებიდაინფორმაციულიტექნოლოგიები CS102 დაპროგრამების საფუძვლები CS103 ალგორითმების საფუძვლები CS104 ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება(დაპროგრამებისენაC++) CS105 მონაცემთა სტრუქტურები CS106 ალგორითმების აგება CS201 ალგორითმები და სირთულე CS202 ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება 2 (CS212 C#, CS222 Java,CS232 VBA) CS203 კომპიუტერის ორგანიზაცია და არქიტექტურა CS204 მონაცემთა ბაზები<br>CS205 მონაცემთაანალიზიდა სტატისტიკა CS206 მათემატიკური დაპროგრამება CS301 ოპერაციათა კვლევა CS302 ოპერაციული სისტემები CS303 მოდელირება და სიმულაცია CS304 ვებ ტექნოლოგიები CS305 ქსელური ტექნოლოგიები და კომუნიკაციები CS401 პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია CS402 პროექტის წანამძღვარი CS403 ინტელექტუალური სისტემები CS404 კომპიუტერული სამართალი და ეთიკა CS405 ჯგუფური პროექტი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
პირველ ეტაპზე: ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩაბარებული უნდა იყოს მათემატიკა (ქულების მინიმალური რაოდენობით, რაც საკმარისია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩასაბარებლად), ან რომელიმე აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებული უნდა იყოს კალკულუსის კურსი, ეკვივალენტური, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე დონის კალკულუსის კურსისა.
მეორე ეტაპზე: დადებითი შეფასება საბაკალვრო პროგრამის ერთდროულად ორ საგანში: დაპროგრამების საფუძვლები, კომპიუტერული უნარ-ჩვევები და ინფორმაციული ტექნოლოგიები.
მესამე ეტაპზე: დადებითი შეფასება საბაკალვრო პროგრამის ერთდროულად სამ საგანში: ალგორითმების აგება, მონაცემთასტრუქტურები, ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება 1 (დაპროგრამების ენა C++).
პროგრამაზე ჩარიცხულთადა კურსდამთავრებუყლთა რაოდენობა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში
Academic Year |
Enrollment Year |
Total Undergrad |
Total Grad |
Degrees Awarded |
||||||
1st |
2nd |
3rd |
4th |
5th |
Bachelors |
Masters |
Doctorates |
|||
2018-2019 |
143 |
96 |
88 |
81 |
35 |
443 |
107 |
|||
2017-2018 |
94 |
63 |
77 |
78 |
71 |
383 |
96 |
99 |
43 |
2 |
2016-2017 |
92 |
61 |
74 |
74 |
40 |
341 |
98 |
106 |
60 |
2 |
2015-2016 |
105 |
94 |
85 |
95 |
38 |
417 |
90 |
119 |
59 |
- |
2014-2015 |
120 |
98 |
93 |
87 |
39 |
437 |
90 |
139 |
49 |
- |