საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი: არჩილ ელიზბარაშვილი;
საბაკალავრო პროგრამა "კომპიუტერული მეცნიერებ" (ქართულ-ფრანგული) ხორციელდება ევრის უნივერსიტეტთან (პარი საკლე ჯგუფი) ერთად და ითვალისწინებს ორმაგი დიპლომის გაცემას. საგნების დიდი ნაწილი თანაკვეთაშია ფაკულტეტზე მოქმედ სხვა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამასთან. პროგრამა განხორციელდება საქართველოს და საფრანგეთი მთავრობების მხარდაჭერთ.
საწყის ეტაპზე სტუდენტს არ მოეთხოვება ფრანგული ენის ცოდნა. მისი შესწავლა ხორციელდება სწავლების პირველი ორი წლის განმავლობაში.
ორმაგი დიპლომის მისაღებად სტუდენტმა უნდა დააკმაყოფილოს პირობები, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებაში: „ორმაგი ხარისხის სასწავლო პროგრამაზე განაცხადის წარდგენის წესში": სტუდენტებმა უნდა მიიღონ მინიმუმ სამ წლიანი უმაღლესი განათლება (მინიმუმ 180 კრედიტი) კომპიუტერული მეცნიერების დარგში. ამასთანავე, ისინი უნდა ფლობდნენ ფრანგულ ენას ევროსაბჭოს მიერ დადგენილი ენის ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოსშესატყვის B1 დონეს. კანდიდატები თავისუფლდებიან ენის გამოცდისაგან, თუ მათ აქვთ B1 ან, უფრო მაღალი დონის ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ევროპულ საკვალიფიკაციო სტანდარტებს. “ სტუდენტები, რომლებსაც გავლილი და ჩაბარებული ექნებათ 2 სემესტრის კურსი (60 ECTS) ამ პროგრამის ფარგლებში პედაგოგიურ დანართში აღნიშნული გეგმის შესაბამისად, საფეხურის ორმაგის ხარისხის პროგრამის დასრულების შედეგად მიიღებენ: თსუ-ს ბაკალავრის დიპლომს “კომპიუტერული მეცნიერება” და ევეუ-ს ლისანსის (ბაკალავრის) დიპლომს სპეციალობით ”ინფორმატიკა”.
პროგრამაში გათვალისწინებულია რიგი საგნების ფრანგულ ენაზე სწავლების შესაძლებლობა. ფრანგულ ენაზე საგნების წაკითხვას უზრუნველყოფს პარტნიორი უნივერსიტეტი.
სტუდენტს საშუალება ეძლევა სურვილის შემთხვევაში შეისწავლოს საგნები ინგლისურ ენაზეც (ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში).