მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მაგისტრი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში
სწავლების ენა: ქართული
სამაგისტრო პროგრამა - საინფორმაციო ტექნოლოგიები
სამაგისტრო პროგრამის მიზანია მაგისტრს მისცეს ცოდნა თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ძირეულ კომპონენტებში (მონაცემთა ბაზები, ქსელები და საკომუნიკაციო სისტემები, ვებ-სისტემები, ინფორმაციის დაცვა და უსაფრთხოება) და გამოუმუშაოს უნარები მათ გამოყენებაში ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში, ასევე ამ მიმართულებით კვლევების წარმოებაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება ადამიანის მოღვაწეობის ყოველ სფეროში წარმატების მიღწევის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს. ამდენად მაგისტრი უნდა ფლობდეს საფუძვლიან თეორიულ ცოდნასა და სამეცნიერო და პრაქტიკული მუშაობის უნარ–ჩვევებს ცოდნის იმ სფეროებში, რომლებიც განეკუთვნება ინფორმაციული ტექნოლოგიებისძირითადსაყრდენს: მონაცემთა ბაზები,კომპიუტერული ქსელები და კომუნიკაციები, ვებორიენტირებული დაპროგრამება, ინფორმაციის უსაფრთხოება და დაცვა.
სწავლის შედეგები
სამაგისტრო ხარისხის მოპოვების შედეგად მსმენელს შეეძლება ადამიანის მოღვაწეობის კონკრეტული სფეროსათვის სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად დასვას ამოცანა, შეარჩიოს დარგობრივი გადაწყვეტილების და ამოცანის შესაბამისი საინფორმაციო ტექნოლოგიური ინსტრუმენტები (თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე) და მოახდინოს მისი რეალიზება. ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრს უნდა შეეძლოს წამყვანი პოზიციის დაკავება ინფორმაციული ტექნოლოგიების ნებისმიერი პროექტის განხორციელებაში და სხვადასხვა დაწესებულებისინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარამენტებში. მაგისტრი შეიძენსინფორმაციული ტექნოლოგიების თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენების უნარს, კონკრეტული დარგობრივი პრობლემის გადაწყვეტის უნარს ინფორმაციული ტექნოლოგიების თვალსაზრისით.