2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

31 January 2022

ძირფასო სტუდენტებო,

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის გადაწყვეტილებით 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემსტრი, რომელიც დაიწყება 7 მარტს, განახლდება ჰიბრიდული სწავლებით. ჰიბრიდული სწავლება გულისხმობს ძირითადი საგნების სალექციო მეცადინეობების დისტანციურ ფორმატში - ელექტრონული პლათფორმის საშუალებით - წარმართვას, ხოლო შესაბამისი საგნების პრაქტიკული, სასემინარო და ლაბორატორიული მეცადინეობების ადგილზე (აუდიტორიებში) ჩატარებას.  შუალედური და დასკვნითი გამოცდები ჩატარდება თსუ-ში (ადგილზე, საგამოცდო ცენტრში).

ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად პრაქტიკული, სასემინარო და ლაბორატორიული მეცადინეობებზე თითოეულ ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა იქნება არაუმეტეს 30.

სტუდენტებსთვის, ვისაც ექნება კომპიუტერის და ინტერნეტის პრობლემა შეეძლებათ გამოიყენონ თსუ მე-11 კორპუსში („განივში“) არსებული კომპიუტერული კლასები.

მიუხედავად იმისსა, რომ ქვეყანაში ჯერ არ გვაქვს (სამწუხაროდ) ვაქცინაციის სავალდებულობის მოთხოვნა სასწავლო დაწესებულებებისათვის, თქვენი და პედაგოგების უსაფრთხოებისა და რისკების შემცირებისათვის მწვანე პასპორტის ქონა მისასალმებელია.

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!