კონკურსი ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად პარიზი 8-ის უნივერსიტეტში (საფრანგეთი)

10 სექტემბერი 2019

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად პარიზი 8-ის უნივერსიტეტში (საფრანგეთი)!

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს.

ფრანგულენოვანი მიმართულებები:  ფრანგული ფილოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება.

 სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  •  გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  •  საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ  15 ოქტომბრის 12:00 საათამდე უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  •  პასპორტის ასლი
  •  ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • მოტივაციის წერილი (ფრანგულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  •  ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე)
  •  ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (2019 წლის 13 მარტს ან 2019 წლის 1 ოქტომბერს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა ან/და მოქმედი ენის საერთაშორისო სერტიფიკატები - მინიმუმ B2 დონე; აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)
  •  შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი (ივსება მხოლოდ პირველი გვერდი), რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ თქვენი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1

 სტიპენდიის ხანგრძლივობა:

ერთი სემესტრი (2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი).

სტიპენდია მოიცავს:

უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

 დამატებითი ინფორმაცია:

-   კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან გასაუბრება გაიმართება ა/წ 17 ოქტომბერს;

-  შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

-   იხილეთ მასპინძელი უნივერსიტეტების საგნების ჩამონათვალი ბმულებზე;

https://litterature-francaise.univ-paris8.fr/IMG/pdf/brochlicence19-20.pdf

https://litterature-francaise.univ-paris8.fr/IMG/pdf/brochure_19-20-2.pdf

http://mitsic.univ-paris8.fr/index.php/formations/licences/licences-mention-informatique/

-   დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;

-  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!