სტუდენტთა საყურადღებოდ! იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2019 წლის შემოდგომის ნაკადის რეგისტრაცია. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2019 წლის 21 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია და განაცხადოს თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად. (უნივერსიტეტში წინასწარი რეგისტრაციის გავლა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის სავალდებულოა) სტაჟირების პროგრამაზე რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე stajireba.gov.ge კი დაიწყება 2019 წლის 21 ოქტომბერს.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს: ტელ: 2197755
თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი
career@tsu.ge, 555-65-41-40; თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილ.ჭავჭავაძის #1თსუ პირველი კორპუსი)