დადგენილება 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ლაბორატორიული სამუშაოებისა და ფინალური გამოცდების ჩატარების წესის შესახებ
ფაკულტეტის საბჭოს დადგენილება 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში
ლაბორატორიული სამუშაოებისა და ფინალური გამოცდების ჩატარების წესის შესახებ
ფაკულტეტის საბჭოს სხდომა 08.06.2020
- ლაბორატორიული მეცადინეობები ჩატარდეს დისტანციურად ან ადგილზე კურსის
წამყვანი პროფესორის/ლექტორის გადაწყვეტილებით და შეფასების ქულა დარჩეს იგივე,
რაც სილაბუსითაა გათვალისწინებული. დეპარტამენტებს დაევალოთ ადგილზე
ჩასატარებელი ლაბორატორიული მეცადინეობების ჩამონათვალის და შესაბამისი
დეტალური ცხრილის წარმოდგენა დაუყოვნებლივ. იმ შემთხვევაში, თუ
ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება მოითხოვს საერთო ცხრილის მოდიფიკაციას,
დეპარტამენტმა უნდა წარმოადგინოს მეცადინეობების სრული განრიგი.
- ფინალური გამოცდები ასევე შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად ან სპეციალურად
გამოყოფილ და უსაფრთხო გარემოდ აღჭურვილ სივრცეში კურსის წამყვანი
პროფესორის/ლექტორის გადაწყვეტილებით. საგანზე ყველა დარეგისტრირებული
სტუდენტისთვის ფინალური გამოცდა ჩატარდება ერთნაირად (ან ყველასთვის
დისტანციურად, ან ყველასთვის ადგილზე). დეპარტამენტებს დაევალოთ ადგილზე
ჩასატარებელი ფინალური ცხრილის წარმოდგენა თითოეულ სესიაზე სტუდენტების
რაოდენობის მითითებით ერთი კვირის ვადაში. რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს,
რომლებიც ვერ ახერხებენ ადგილზე ჩასატარებელ ფინალურ გამოცდებზე ჩამოსვლას, ასევე
ყველა სხვა სტუდენტს, რომლებსაც რაიმე საპატიო მიზეზი გააჩნიათ, ფაკულტეტის საბჭო
უშუამდგომლებს რექტორის წინაშე გამოცდის სექტემბერში (შემოდგომის სემესტრის
დაწყებამდე) დასანიშნად სტუდენტის მიერ წარდგენილი შესაბამისი განცხადების
საფუძველზე.