საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი (CERT.GOV.GE) იწყებს ეროვნულ კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას. კიბეროლიმპიადის მიზანია როგორც კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, ისეიმ პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც ფლობენ შესაბამის ტექნიკურ ცოდნასა და კომპეტენციას.
COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით რიგით მე-5 ეროვნული კიბეროლიმპიადა ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. მონაწილეობის მიღება შეუძლია კიბერსაკითხებით დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას, რომელსაც არ შესრულებია 2 5 წელი. გუნდები, არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, სამის (3) ნაცვლად ერთი (1) წევრისგან დაკომპლექტდება.
ღონისძიების მხარდამჭერები და სპონსორები არიან: ასოციაცია „გრენა“, შპს „გრინნეტი“, „საქართველოს უნივერსიტეტი“ და „ OWASP თბილისი“. პირველ სამ საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები სპონსორებისგან საინტერესო პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ეროვნულ კიბეროლიმპიადაზე წარმოდგენილი იქნება კიბერუსაფრთხოების გავრცელებული შეტევის ვექტორების ამოცანები, რომელთა გადაჭრაშიც ერთმანეთს გუნდებად დაყოფილი მონაწილეები შეეჯიბრებიან. იმის გათვალიწინებით, რომ თითოეულ გუნდში იქნება 1 წევრი,შესასრულებელი ამოცანები შედარებით გამარტივდება.
ოლიმპიადის მონაწილეები სხვადასხვა კვლევითი და ლაბორატორიული სამუშაოს შესრულების შედეგად გააანალიზებენ და გამოიკვლევენ 24 განსხვავებულ შემთხვევას და უპასუხებენ 30-მდე შეკითხვას (თითოეული შემთხვევის ირგვლივ წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სირთულისა დაწონის შეკითხვები), მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით კი დაითვლება საბოლოო სტატისტიკა.ეროვნული კიბეროლიმპიადის ხანგრძლივობაა 1 დღე.
იმისათვის, რომ ოლიმპიადის მონაწილემ შეძლოს აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება, აუცილებელია ფლობდეს საბაზისო ცოდნას შემდეგ სფეროებში:ქსელური არქიტექტურა, კრიპტოგრაფია, სკრიპტ cybercube @dea.gov.ge უნდა გამოგზავნონ: სახელი და გვარი; ელფოსტის მისამართი; ტელეფონის ნომერი.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგი არხების გამოყენებით:
ტელ.: 291 51 40;
ვებ-გვერდი: www.dea.gov.ge ;
FB გვერდი: https://www.facebook.com/certgovge