კომპიუტერულიმეცნიერების მიმართულების სტუდენტების საყურადღებოდ!

13 სექტემბერი 2020

კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების სტუდენტების საყურადღებოდ!

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი დაიწყება 14 სექტემბერს დისტანციურად ძირითადად zoom პლათფორმის გამოყენებით. Zoom-ის ინსტრუქცია განთავსებულია lms.tsu.ge პორტალის პირველსავე გვერდის ბმულზე „ონლაინ სწავლების ინსტრუქცია“.

lms.tsu.ge-ზე თქვენს ინდივიდუალურ გვერდზე შესვლისას სასწავლო განრიგში მითითებულია zoom ID, რითიც შეძლებთ მეცადინეობებზე ჩართვას.  სასწავლო განრიგი, პედაგოგების zoom ID და სხვა ინფორმაცია კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტემენტთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ დეპარტამენტის ვებ გვერდზე  https://computing.tsu.ge

გარდა ამისა ყველ კურსის სასწავლო მასალა განთავსებულია (და პერიოდულად განთავსდება) ელექტრონული სწავლების პორტალზე https://e-learning.tsu.ge/. პორტალზე წვდომისათვის აუცილებელია თსუ-ს ელექტრონული ფოსტის გამოყენება, რომელიც თსუ-ს ყველა სტუდენტს აქვს. თქვენის ფოსტის მისამართის ნახვა შეგიძლიათ  lms.tsu.ge -ზე შესვლისას (პირველკურსელების ფოსტა გააქტიურდება 14 სექტემბრიდან). ფოსტასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ თსუ-ს IT დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე  itsupport@tsu.ge

სასწავლო კურსებისათვის საჭირო საინსტალაციო პროგრამების პაკეტების შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ კომპიუტერული ლაბორატორიის ხელმძღვანელს ქალბატონ ჯულიეტა გაგლოშვილს julieta.gagloshvili@tsu.ge

უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის გამოყენება სავალდებულოა ყველა სტუდენტისათვის. სტუდენტი ვალდებულია ყოველდღიურად (დილით და საღამოს) შეამოწმოს ფოსტა, რისი საშუალებითაც საგნის პედაგოგებს და თსუ-ს ადმინისტრაციას ექნებათ თქვენთან კომუნიკაცია. სტუდენტის მხრიდან პედაგოგის ან ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილი შეტყობინების წაუკითხაობის გამო გამორჩენილი სავალდებულო აქტივობზე პასუხისმგებლობა დაეკისრება სტუდენტს და პრეტენზიები არ მიიღება.


დამატებით პედაგოგების zoom ID შესაძლებელია იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში

პედაგოგების zoom ID