კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი მანანა ხაჩიძე დაჯილდოვდა უნივერსიტეტის ოქროს მედლით

11 ოქტომბერი 2020

თსუ სასწავლო პროგრამების ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაციის მიღებაში გაწეული წვლილისთვის, თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყოველო მენციერებათა ფაკულტეტის  პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი მანანა ხაჩიძე  დაჯილდოვდა უნივერსიტეტის ოქროს მედლით.

სრულიად კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის სახელით გვინდა უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ქალბატონ მანანას, ასევე  ამავე დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორ, ქალბატონ მაგდა ცინცაძეს საქმის ერთგულებისა და თავდაუზოგავი შრომისათვის. 

შეგახსენებთ რომ რეგიონში პირველად, თსუ-ს ორმა პროგრამამ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია მიიღო.