ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+-ის პროექტის ,,შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად“ Assessment Tools for New Learning Environments in High Education Institutions (ASSET)/ 585587-EPP-1-2017-1-IL-EPPKA2-CBHE-JP/ ფარგლებში 13 მაისს ჩატარდება ტრენერთა ტრენინგები შემდეგ თემატიკებზე:
11:00 – 13:15 საათზე
1.ღია ციფრული სამკერდე ნიშნები/Open Digital Badges
(თსუ I კორპუსი, აუდიტორია 212)
2.კონცეპტუალური რუკა/Concept Map (CoMa)
(თსუ, უწყვეტი განათლების ცენტრი, აუდიტორია 03)
3.ჯგუფური ურთიერთშეფასება/რეფლექსიური დღიური/ Group (peer) Assessment/Reflective Diary
(თსუ III კორპუსი, აუდიტორია, 109)
14:00 – 16:15 საათზე
4.სოციო-ემოციური უნარების შეფასება/Soft Skills Assessment
(თსუ I კორპუსი, აუდიტორია 212)
5.კრიტიკული მეგობრის მიდგომა/Critical Friend Approach
(თსუ, უწყვეტი განათლების ცენტრი, აუდიტორია 03)
ტრენერთა ტრენინგებს ჩაატარებენ პროექტის მონაწილე პროფესორ-მასწავლებლები საქართველოს, ისრაელის და ევროპის უნივერსიტეტებიდან:
კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია), ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი), ბამბერგის ოტო-ფრიდრიხის უნივერსიტეტი (გერმანია), ლინცის განათლების კერძო უნივერსიტეტი (ავსტრია), კინერითის აკადემიური კოლეჯი (ისრაელი), გორდონის განათლების აკადემიური კოლეჯი (ისრაელი), სახნინის მასწავლებელთა განათლების კოლეჯი (ისრაელი), ჰადასაჰის აკადემიური კოლეჯი(ისრაელი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სამუშაო ენა: ინგლისური.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
პროექტის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცანით პორტალზე, ან იხილეთ დანართი.