თსუ Informatics Europe წევრი გახდა

29 აპრილი 2022


ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტის ძალისხმევით თსუ პირველი (და ჯერ ჯერობით ერთადერთი) უნივიერსიტეტია არამარტო საქართველოდან, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით, რომელსაც პატივი ერგო გახდეს მაღალი რანგის საერთაშორისო დახურული დარგობრივი ორგანიზაციის წევრი  Informatics Europe

ორგანიზაციის წევრობის უპირატესობებია:

  • მჭიდრო ურთიერთობის საშუალება, როგორც Informatics Europe სრულუფლებიანიწევრის ისეთ ლიდერ ორგანიზაციებთან როგორებიცაა  ACM Europe, ERCIM, CEPIS და სხვა.
  • მონაწილეობის უფლება ყოველ  წლიურ კონფერენციაში  ECSS (https://www.informatics-europe.org/ecss/home.html),  რომელშიც მხოლოდ ორგანიზაციის წევრები და განსაკუთრებული მოწვეული სტუმრებია,   სადაც  შესაძლებელი იქნება დღის წესრიგში დაისვას თსუ-სთვის მნიშვნელოვანი, მათ შორის პრობლემური საკითხები, მოხდეს განხილვა, რეკომენდაციების მიღება სხვათა გამოცდილების გაზიარებით;
  • ·  დარგობრივ  სამუშაო პლატფორმით  https://www.informatics-europe.org/service/informatics-job-platform.html უფასო სარგებლობა. პლათფორმა საშუალებას აძლევს დარგის პროფესიონალებს განვათავსოთ საკუთარი შეთავაზება და ჩაერთნ არსებულ მრავალი სამუშაო ჯგუფის (მონაცემთა შეგროვების და ანგარიშგების, ეთიკის, ინფორმატიკის განათლების, კვლევის შეფასების, უნივერსიტეტებში ინფორმატიკის ფართო როლის, ქალთა როლის შესახებ ინფორმატიკის კვლევაში და განათლებაში და ა.შ.) საქმიანობაში, მათ შორის კონკრეტულ პროექტებში მონაწილეობის გზით;
  • ·  წვდომა ისეთ საერთაშორისო პროექტებზე, რომლსაც აფინანსებენ ისეთი ორგანიზაციები და კვლევითი ლაბორატორიები როგორებიცაა Google, Microsoft, Facebook, Adobe, Elsevier ;
  • ·  თანამშრომლობა ევროპული წევრი  უნივერსიტეტების ერთობლივ სამეცნიერო პროქტებში (რომელიც მხოლოდ  წევრებისთვისაა ხელმისაწვდომი);
  • ·  Informatics Europe აქტიურად არის ჩართული ევროპისმასშტაბითსკოლებშიინფორმატიკის (კომპიუტერულიმეცნიერების) სწავლებისპროგრამის შემუშავებაში. ამ რესურსებზე წვდომა და ორგანიზაციის მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს  გავაძლიეროთ თსუ-ს პოზიცია და როლი საქართველოში ამ დარგის სხვადასხვა საფეხურის სასწავლო პროგრამის განვითარება-რეფორმირების პროცესში (რეფორმა ახლა მიმდინარეობს, თსუ კომპიუტერულ მენიერებათა დეპარტამენტი ჩართულია).

და ბოლოს

ამონარიდი ორგანიზაციის Informatics Europe წერილიდან „...  ორგანიზაციის წევრები აქტიურად იღებენ მონაწილეობას იმისთვის, რომ  ჩვენი საზოგადოება გაძლიერდეს ევროპაში. ჩვენს დარგს  ეს ნამდვილად სჭირდება. როგორც ახალგაზრდა მეცნიერება, ინფორმატიკის პოლიტიკური გავლენა აშკარად სუსტია, ვიდრე ტრადიციული „ძველი“ მეცნიერებები, როგორიცაა მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია და ა.შ., თუმცა, მისი კონკრეტული გავლენა საზოგადოებაში და ეკონომიკაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და გავრცელებულია. ხოლო  განათლება ინფორმატიკაში არის ჩვენი საზოგადოების  მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება დაფუზნებული  შემდგომი განვითარებისათვის  აუცილებელ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე, უნივერსიტეტებს  კი შეუძლიათ დამატებითი  გავლენა მოახდინონ ისეთი ორგანიზაციების საშუალებით, როგორებიცაა ინფორმატიკა ევროპა.  ევროპის სხვა უნივერსიტეტებთან ძალების შეერთება საერთო  თუ ინდივიდუალური პრობლემების გადაწყვეტისათვის შეიძლება იყოს ძალიან პოზიტიური სტრატეგიული გადაწყვეტილება.“