მაგდა ცინცაძე - ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული

5 ოქტომბერი 2022
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი მაგდა ცინცაძე აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის 2022-2023 სასწავლო წლის გამარჯვებული გახდა. 2023 წლის იანვარში ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაემგზავრება.