განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა ვიზიტი

29 აპრილი 2019

2019 წლის 2 მაისს კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტში დაგეგმილია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა ვიზიტი. ვიზიტის მიზანია კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი  საგანამანათლებლო საბაკალავრო პროგრამის პირობების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება. ეს პროცესი მნიშვნელოვანია როგორც ქართულენოვანი ასევე ინგლისურენოვანი პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებისათვის, რომელისთვისაც მზადება აგერ უკვე ორი წელია ინტენსიურად მიმდინარეობს.