თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მეთერთმეტე საფაკულტეტო კონფერენციის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
თითოეული დეპარტამენტიდან გამარჯვებული სტუდენტური მოხსენებები და საუკეთესო სტუდენტური პროექტების კვლევის შედეგები იყო წარმოდგენილი.
კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტიდან საუკეთესო ნაშრომი პროფესორ გია სირბილაძის ხელმძღვანელობით, ილია ყიფშიძემ და დავით მელიქიძემ პლენარულ სესიაზე წარადგინეს.